დავით უსუფაშვილი - ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა უბედურება, საჭირო გახდა კვორუმის აწევა, რადგან არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს

ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით და არც მანამდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის წარდგენილ პროექტს მხარს უჭერს და ამის მიზეზებიც განმარტა.

„მე მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს წარმოდგენილი სახით არა იმიტომ, რომ საოცარ ევროპულ სტანდარტს ვაღწევთ ამით, არამედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოური სტანდარტით ცხოვრებამ მოგვიყვანა აქამდე და გახადა იმის საჭიროება, რომ მსოფლიოს მოეთითებინა - თქვენ მანდ ქართველები ძალაუფლებას ტრადიციულად ვერ უმკლავდებით ხოლმეო, ვერცერთი უმრავლესობა 1990 წლიდან მოყოლებულიო. ყველა უმრავლესობას სხვადასხა დოზით წაგიცდებათ ხოლმე ხელი იმ იარაღზე, რომელიც მაღალი სტანდარტით არის გამოსაყენებელიო. 1991 წელს ასეთი დაბალი სტანდარტით დაიწყო პირველი უმრავლესობის მიერ პირველი უმცირესობის წარმომადგენლის თენგიზ ბეჟაშვილის გაძევება, იმუნიტეტის შეწყვეტა და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. წინა ხელისუფლებამ გელაშვილი ვერ მოკლა და რადგან ცოცხალი გადარჩა, პარლამენტიდან გააგდო. ამიტომ „ქართული ოცნება“ არ ბრძანდებით ერთადერთი და განუმეორებელი, ამ საკითხში შემჩნეული ძალაუფლების არასწორი გამოყენებით. ამას ნურც კომპლიმენტად მიიღებთ და ნურც ნამეტანი დამწუხრდებით. ახლა მსოფლიომ დაინახა, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს ხოლმე ხელისუფლება, ამიტომ გვითხრა 90 კაცზე ნაკლებით ნუ გაუშვებთ ვიღაცას წინასწარ პატიმრობაში, დაელოდეთ, სანამ სასამართლო დაადგენს განაჩენსო. თუ დაადგენს განაჩენს, ის კაცი თუ ქალი ავტომატურად გადის პარლამენტიდანო. წინასწარ, გამოძიების დროს ასე მარტივად პარლამენტის წევრს ნუ ჩასვამთ ციხეშიო. იმიტომ, რომ თუ ჩასვამთ იმ იმედით, რომ ამით პრობლემებს შეიმცირებთ და ქვეყანას გადაარჩენთ კატაკლიზმებისგან, მეტი კატაკლიზმები დაგემართებათ ხოლმეო. ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას ბოლო გადაწყვეტილების დროს. ის, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა... ვალერი გელაშვილის საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რის გამოც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ციხეში უნდა იჯდეს და ზოგი ზის კიდეც. ამიტომ ნუ დავამადლით ვინმეს რამეს. ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქეთ და არც მანამდე. უმრავლესობას უნდა ჰქონდეს იმის საღი აზრი განსაჯოს, მართლა იმხელა ხიფათის შემცველია პირი, რომ წინასწარ პატირობაში გავუშვათ თუ არა. მე მხარს ვუჭერ ამ კვორუმსაც. 2/3-მდე გაზრდა დიახ, იქნება მეორე მხარეს გადახრა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, პირველი მოსმენით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა