თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის შესახებ ისაუბრა

რუსეთი აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს - როგორიცაა ზაზა გახელაძის საგანგაშო საქმე, რომელიც გაიტაცეს და 12 წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა, ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მოუსმინეს.

თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. დეპუტატი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების საკითხით დაინტერესდა.

„მადლობას მოგახსენებთ საქართველოში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ წარმოდგენილი ბოლო კონსოლიდირებული ანგარიშისთვის, რადგან ის ზედმიწევნით ასახავს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ თქვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დაცვის საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, ევროსაბჭოს საერთო პრინციპები და მიზნები არ ვრცელდება.

რუსეთი აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის მკვლელობებს და უკანონო დაკავებებს, როგორიცაა ზაზა გახელაძის საგანგაშო საქმე, რომელიც გაიტაცეს და 12 წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. ჩემი კითხვა ეხება ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების არსებობას. რა არის ის გზა, რომლის საშუალებითაც ევროსაბჭოს შეუძლია, უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა ფუნდამენტური სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვა",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა