ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძემ თავისი გადაჭარბებული და ზღვარგადასული ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს

კიდევ ერთხელ ვეუბნები გიორგი ვაშაძეს, თავისი გადაჭარბებული და ზღვარგადასული ამბიციები ცოტა მოთოკოს და დაქაჩოს, თუ უნდა საქმე მართლა გააკეთოს , - ასე აფასებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებებს პენსიონერებთან დაკავშირებით.

როგორც ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნავს, გიორგი ვაშაძე „ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს“.

ამასთან მან, გიორგი ვაშაძეს პენსიონერთა სესხის პროცენტთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზა.

„დღესაც შევთავაზე ვაშაძეს, შემოდი შე დალოცვილო და დაჯექი ჩვენს გვერდზე, არავინ არ იკბინება იქ, როცა რაღაც საერთო მიზნებთან მივდივართ, ვსხდებით და ვსაუბრობთ. ჩვენ კი ვერ მოგვატყუებს „ლიბერთი ბანკი“ , თავს იტყუებს ვაშაძე და პენსიონერებს ატყუებს.

მე რომ მაბრალებდნენ პოპულიზმს, გიორგი ვაშაძე ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს. ეს იმისთვის სჭირდება, რომ ეს თემა მიიწეროს. გრძნობს და იცის, რომ ჩვენ ამ საკითხს გავიტანთ, მოსული იყო „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი, რომელსაც ძალიან პრინციპულად ვესაუბრეთ. გვითხრა, რომ მოვიტან ჩემს სიტყვას რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ. არ გააკეთებენ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, გააკეთებენ გამოვალთ და მადლობას ვიტყვი, ამით პენსიონერები იხეირებენ.

ის ბანკიც რეზინის არ არის. ჩვენ მაქსიმუმზე ვაწვებით, მაქსიმუმი გვინდა გამოვგლიჯოთ პენსიონერების სასარგებლოდ და სახეიროდ. კიდევ ერთხელ ვეუბნები გიორგი ვაშაძეს, თავისი გადაჭარბებული და ზღვარგადასული ამბიციები ცოტა მოთოკოს და დაქაჩოს, თუ უნდა საქმე მართლა გააკეთოს. იქამდე მივედით, რომ გადაწყვეტილება უნდა მოვისმინოთ, რას აკეთებენ. ამას შემოუერთდეს, თუ არადა მისი არჩევანია, ააწყოს შოუები აწვალოს ის მოხუცები, გუშინ, რომ ჰყავდა პარლამენტში მიყვანილი“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ის, „ლელოს“ მიერ რეგისტრირებულ ელიტური კორუფციის შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ის ოპოზიციაში კოორდინაცია უნდა იყოს, რათა გარკვეული პრიორიტეტები განსაზღვრონ.

„ანტიკორუფციულს ნებისმიერს შევუერთდებით. ერთი რაღაც გვინდა ვუთხრათ ყველას. რაღაც კოორდინაცია იყოს ამ ოპოზიციაში. ყველას უნდა რაღაც საგამოძიებო კომისიის შექმნა და ასე თუ ყველამ 5-5 საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა, რამდენი მოწვევის პარლამენტი არ ეყოფა. რაღაც კოორდინაცია გვინდა, რომ პრიორიტეტები განვსაზღვროთ. ყველა რაღაცას აინიცირებს, ყველა რაღაც კომისიის შექმნას მოითხოვს. გასაგებია, რომ დიდხანს ვერ შემოდიოდნენ და უნდოდათ შემოსვლა, ახლა ყველას გაეხსნა კომისიების სურვილები და ინიცირებები, მაგრამ კოორდინაცია გვჭირდება. რომ ვიცოდეთ, რა კომისიაზე და კანონზეა საუბარი“, - აღნიშნავს ელისაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს