დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე - პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 57-ე სესია ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები".

დავით სერგეენკომ გენერალური ასამბლეის დელეგატებს საქართველოდან ონლაინ პლატფორმის საშუალებით სიტყვით მიმართა და ჩვენ ქვეყანაში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული. აღნიშნულს საკითხზე ასამბლეამ მიიღო შესაბამისი მოხსენებები და რეკომენდაციები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს