მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის საკითხზე საქართველოს პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქისადმი უკვე მზად არის და გადაიგზავნება

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. როგორც ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა , შესაბამისი წერილი უკვე მზად არის.

„გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაეგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გადაეგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რომ მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა გახელაძე არის დაკავებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და ე.წ. „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო