ლევან ხაბეიშვილმა ის დეპუტატები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაასახელა, ვინც „დეველოპერულ საქმიანობას ეწევიან“

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ის კოლეგები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაასახელა, ვინც მისი ინფორმაციით, დეველოპერულ საქმიანობას ეწევიან.

ლევან ხაბეიშვილი დაინტერესდა, სამშენებლო ამნისტია შეეხება თუ არა მათ სახელთან დაკავშირებულ სამშენებლო ობიექტებს და კომპანიებს.

“სამშენებლო ამნისტიის კეთილშობილური ზრახვების უკან რომ არ იმალებოდეს ის, რასაც ახლა მოვყვები, ალბათ ორი ხელით დაგიჭერდით მხარს. ჩვენ არ ვიცით და არ გვაქვს სია, თუ ვის რამდენი უნდა ვაპატიოთ! მე სახელ-გვარებით გეტყვით, ვის შეიძლება შეეხოს სამშენებლო ამნისტია. მაქვს კითხვა, ვპატიობთ თუ არა კახა კალაძის ნათელმირონს და თქვენს შემომწირველს წულაიას?! მის სამშენებლო კომპანიების ობიექტებზე არის თუ არა აღმოჩენილი დარღვევები და ისარგებლებს თუ არა წარმოდგენილი ამნისტიით? სამშენებლო ბიზნესს ეწევა დავით სონღულაშვილი - შეეხება თუ არა ამნისტია მის სამშენებლო კომპანიებს და რამდენი უნდა ვაპატიოთ ჩვენს კოლეგა სონღულაშვილს? ისკო დასენმა ავლაბარში მთა გამოჭრა, ეს კაცი მშენებელია და მაინტერესებს, ვპატიობთ თუ არა რამეს? ქალბატონი ტიკარაძის მეუღლე დიდი მშენებელი ვერ არის, მაგრამ პატარა მშენებლობები აქვს და საინტერესოა, ამნისტია მინისტრის მეუღლეს თუ შეეხება? ასევე მშენებელია ბატონი გოჩა ენუქიძე - მაინტერესებს, ამნისტია მის სამშენებლო კომპანიებს თუ შეეხება? გიორგი ბარვენაშვილი პარლამენტარი არ არის, მაგრამ თქვენს საარჩევნო სიაშია და თქვენს ლიდერებს კომოს ტბაზე დაასეირნებს - იმ თანხებით ხომ არ დაასეირნებს ჯარიმების სახით ბიუჯეტს რომ მოაკლდება?! ჩხარტიშვილის ვაჟი წერეთელზე იწყებს მშენებლობას. მას სხვა მშენებლობებიც ექნება და საინტერესოა, თუ ეპატიება მას და მის კომპანიებს?! მშენებელია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ასევე შმაგი კობახიძე - ამნისტია უჩას და შმაგის ეხებათ?! არ მინდა გამომრჩეს დეპუტატი ბეჟან წაქაძე. ასევე, ბატონი ანზორ ობოლაშვილი, მისი სამშენებლო კომპანიები და ობიექტები. ამნისტია შეეხება ბატონ ანტონს?! ასევე მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის იურისტი ალა კახნიაური და მისი მეუღლე რევაზ კახნიაური - ამ ორ ადამიანის სამშენებლო კომპანიას მოქალაქეები შვიდი წელი ედავნენ. ქურდ-ბაცაცა რევაზ კახნიაურმა ეს ხალხი აწამა და თავად სამშენებლო საქმიანობას განაგრძობს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან პერსონალურად მიმართა დეპუტატ ირაკლი ზარქუას კითხვით, რა ინტერესი აქვს ჭიაურელის #15-თან დაკავშირებულ მშენებლობასთან.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით, სამშენებლო ამნისტიის თაობაზე წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს