მაია ბითაძე - არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება, ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში

დერეგულაცია არ არის ის გზა, რომელიც აირჩია განვითარებულმა მსოფლიომ. ანარქიაში და ქაოსში ქალაქები ვერ ვითარდებიან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ანარქიულად ქალაქმშენებლობა არ შეიძლება.

„სახელმწიფოს ჩარევა ქალაქდაგეგმარებაში აუცილებელია. არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება. ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში", - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ქალაქების განაშენიანება, გენერალური გეგმების მიხედვით უნდა ხდებოდეს და დაუშვებელია ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა აშენდეს.

„ამისთვის არსებობს ზონალობა და ამისთვის არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა", - აღნიშნა ბითაძემ.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ყველა დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მხარს არ დაუჭერს 100 ათასი თბილისელისთვის საკუთრების უფლების რეალიზებას. მან მადლობა გადაუხადა ყველას კანონპროექტის მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა მუნიციპალიტეტს და ეკონომიკური სამინისტროს ტექნიკურ ზედამხედველობას, რადგან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათ ძალიან მძიმე სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა