სერგო ჩიხლაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - კონსულტაციები გვექნება, თუმცა ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ

პირდაპირ გეტყვით, კონსულტაციები გვექნება, თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან გაივლიან.

„ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შევათანხმოთ და კონსულტაცია გავიაროთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. აქ მარტო ბოიკოტზე არ არის საუბარი, არამედ, ზოგადად საუბარია ტაქტიკის არჩევაზე და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც არიან 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე, დავარქვათ ხელმომწერი მხარე. რა თქმა უნდა, მათი აზრი და რეკომენდაციებიც გასათვალისწინებელი იქნება. ამ საკითხებზე ფრაქცია „ლელოსთანაც“ მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია გვექნება. მთავარია, რომ გადავდგათ სწორი, კოორდინირებული ნაბიჯები, როგორც პარლამენტში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ისე კოორდინირებული უნდა იყოს ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ვფიქრობ, უახლოესი დღეები დაგვანახებს, როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა, მაგრამ ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „შარლ მიშელის ფრაქციის“ პოზიციაც იქნება ძალიან მკაფიო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმება დაიცვას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, რომ პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნას კონსტიტუცია ავალდებულებს, ჩიხლაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მიზეზს ყოველთვის მოიგონებს“.

„მარტო მიშელის დოკუმენტი კი არ გვიმაგრებს ზურგს, როცა პროცესის შეჩერებას ვითხოვთ. ეს წერია ვენეციის კომისიის დასკვნაშიც, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში მიუვიდა ხელისუფლებას. მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გარეშე უნდა შეჩერდეს მიმდინარე დანიშვნები, თუმცა „ქართულ ოცნებას“ „მასტერკლასი“ აქვს დამთავრებული, როგორ წაიკითხოს დოკუმენტი თავისებურად ან როგორ დაარღვიოს.

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება, დასავლელი პარნტიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სენატი, ევროკავშირი, საელჩო - ყველამ სხვანაირად წაიკითხა და „ქართული ოცნება“ არცერთს არ ეთანხმება. ეს არის მოცემულობა, ამას დიდი ახსნა აღარ სჭირდება, დასკვნები გამოტანილია. რატომ აკეთებს ამას? ის თვლის, რომ მისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ფუნდამენტურად აუცილებელია სასამართლო „კლანის“ არსებობა და ცდილობს ეს ამ რამდენიმე თვეში მოასწროს და ჩააბეტონოს, რომ მერე პრობლემური იყოს ამ „კლანის“ დაშლა, მაგრამ არ გამოუვა“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო