კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით დაჩქარება არ იქნება, რადგან ეს ცუდი სტარტი იქნება 19 აპრილის შეთანხმების ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავისთვის

იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით დაჩქარება არ იქნება, იმიტომ, რომ ეს ცუდი სტარტი იქნება 19 აპრილის შეთანხმების ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია სასამართლოს რეფორმა, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და დანერგვა. ელჩის განმარტებით, ეს არის ის, რასაც ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს.

„მე, ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით არ უნდა აჩქარდნენ. ასევე, გაითვალისწინონ კანონი, ასევე ვენეციის კომისიის რჩევები და დასკვნები და შემდეგ დააკვირდნენ პროცესს და დარწმუნდნენ, რომ არსებობს თანასწორი მიდგომა ყველა კანდიდატის მიმართ და ჩვენ ამ მყარ პოზიციაზე ვრჩებით. მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდება პარლამენტში. ჩვენ ამას 19 აპრილის შეთანხმების პერსპექტივიდან დავაკვირდებით, ისევე როგორც იმ პირობებიდან, რომელსაც ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პერსპექტივიდან. იმედი გვაქვს, პროცესის დაჩქარება არ მოხდება, ვინაიდან ეს 19 აპრილის შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი თავის ცუდ დასაწყისს შექმნის“, - განაცხადა ელჩმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს