ზაალ უდუმაშვილი სააკაშვილი - გახარიას შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - არანაირი შეხვედრა არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ.

როგორც უდუმაშვილი ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი ნარატივია, რომ თემის სხვა მიმართულებით გადატანა მოხდეს.

„არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. ის, რომ ერთ ქალაქში აღმოჩნდნენ შემთხვევით და შესაძლოა ერთ სასტუმროშიც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა შედგა. ვფიქრობ, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი ნარატივი იმის შესახებ, რომ მოხდეს თემის გადატანა სხვა მიმართულებით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისათვის, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო