თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - მათი სურვილების მიხედვით არ დავდივარ, ბოიკოტი ახლა უკვე მოსაფიქრებელი თემაა - როდესაც ვეუბნებოდით, ნუ შეხვალთ, მოითმინეთ, არ დაგვიჯერეს და შევარდნენ

ბოიკოტი ახლა უკვე მოსაფიქრებელი თემაა - როდესაც ვეუბნებოდი, ნუ შეხვალთ, მოითმინეთ, არ დაგვიჯერეს და შევარდნენ, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

როგორც თაკო ჩარკვიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აცხადებს, ის მამუკა ხაზარაძეს სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით ბოლომდე გვერდით დაუდგება, „იმ თვალსაზრისით, რომ მას ძალიან ცუდად ექცევიან”, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს რომ შენიშვნა არ მისცეს, გამორიცხულია.

„მამუკას მინდა ვუთხრა, რომ ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები. იმ თვალსაზრისით, რომ მას ძალიან ცუდად ექცევიან. მე პირველმა ვთქვი თქვენს გადაცემაში პარლამენტს შესასვლელი კარებიც აქვს და გამოსასვლელიც - მეთქი. მათთან ერთად ვიქნები ბოლომდე სასამართლოს თემის გამო, მაგრამ შენიშვნა რომ არ მივცე ხელმომწერ პარტიებს, გამორიცხული ამბავია. ანუ, მიხვედით ხომ იმ დასკვნამდე, რასაც მე ვამბობდი, ნაადრევი იყო შესვლა და რომ ოლიგარქიულ მმართველობას არ აინტერესებს არც შარლ მიშელის დოკუმენტი და არავის დოკუმენტი. რომელი ქვეყანა იქცევა ხოლმე ასე, არაფერი რომ არ აინტერესებს - რუსეთი. ესენიც ასე იქცევიან, რადგან არიან რუსეთის მსახურნი. ანუ თამარ ჩარკვიანის პროგნოზი აღმოჩნდა მართალი - "ცოტა მოგვეთმინა“.

ბოიკოტი მოსაფიქრებელია და მათი სურვილების მიხედვით არ დავდივარ. ახლა უკვე მოსაფიქრებელი თემაა. როდესაც ვეუბნებოდი, არამხოლოდ მე არამედ „ნაციონალური მოძრაობაც“, ნუ შეხვალთ, მოითმინეთ და ჩვენ მეტს წამოვიღებთ მეტს ბოიკოტით, ნუ დაუკარგავთ აზრს ბოიკოტს, მაშინ არ დაგვიჯერეს და შევარდნენ“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ჩარკვიანის თქმით, აშშ-ის ელჩი საქართველოში „ახლა თავად გადააწყდა და ხედავს, რა უბედურებაა საქართველოს ხელისუფლება“.

„ადრე თუ რაღაც ეჭვი ჰქონდა, რომ აი, ბოიკოტირებენ ოპოზიციონერები, ახლა ხედავს, რომ ოპოზიცია შევიდა, მაგრამ აღვირახსნილ მდგომარეობაში იმყოფება რუსული მართვის ტიპის ხელისუფლება. ეს სინათლე შეიძლება აქ დავინახოთ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა