ლევან დოლიძე - მე, გახარია და ქემოკლიძე  Mayflower -ში შევხდით და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს სააკაშვილი - მანქანიდან დავინახე, მელიამ ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში, ესაა ერთადერთი გადაკვეთა

მე გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე Mayflower -ში შევხდით ერთმანეთს და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს სააკაშვილი, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის თაობაზე.

მისი თქმით, ნიკა მელია ნახა ავტომობილიდან, როდესაც შეხვედრაზე მიდიოდა, ნიკა მელია ვარჯიშობდა.

„არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით. მოგეხსენებათ, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე აქ ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ, მე იგივე დღეს, საღამოს - თბილისიდან. ჩვენ სასტუმრო Mayflower -ში შევხვდით ერთმანეთს, მხედველობაში მაქვს, კახა ქემოკლიძე, გიორგი გახარია და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, სადაც თვალით არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია. ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მინდა ერთი რამ გითხრათ, როდესც ერთ შეხვედრაზე მივდიოდი, მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორც შემდეგ მომივიდა ინფორმაცია „ფეისბუქზე“, ის ვარჯიშობდა. ეს არის ერთადერთი გადაკვეთა, თუ ამას შეიძლება ეწოდოს გადაკვეთა“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარია შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა