რატი იონათამიშვილი - გიორგი გახარია გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა და ეს გზა როგორც მთავრდება, კარგად ვიცით

სამწუხაროდ, გიორგი გახარია გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა და ეს გზა როგორ მთავრდება, კარგად ვიცით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ.

იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს "უხერხული ფაქტია".

"სამწუხაროდ, გიორგი გახარია გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა და ეს გზა საბოლოო ჯამში როგორ მთავრდება კარგად ვიცით. ეს ჩემთვის საკმაოდ უხერხული ფაქტი იყო, ასე შევაფასებდი. ვფიქრობ, რომ მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი თანაგუნდელებიც, რომლებიც ცდილობდნენ იმის გამართლებას, რომ თითქოს არ ყოფილა, რაც უკვე თითოეულმა ჩვენთაგანმა სურათებით ვნახეთ" , - განაცხადა იონათამიშვილი.

ცნობისათვის, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა