ზაალ უდუმაშვილი - დღეს პირდაპირ გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“, არ ვაპირებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასო - დარჩა მხოლოდ ხელმოწერა

დღეს პირდაპირ მოვისმინეთ, პირდაპირ გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტიდან მხოლოდ ხელმოწერა დარჩა, რადგან არცერთი პუნქტი არ სრულდება.

„რამდენიმე საათის წინ აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებული ძალიან მცირე კომენტარი და შარლ მიშელის დოკუმენტში გახაზული ფრაზები მეტყველებს ყველაფერზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რა განცხადებებიც მოვისმინეთ, იგივე აშშ-ის საელჩოსგან, ევროკავშირის მხრიდან ამაზე მეტი დიპლომატიური ენაც აღარ არის, პირდაპირ განცხადებებია, რომ თქვენ დაარღვიეთ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული სულისკვეთება, ეს არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რაც დაფიქსირებულია დოკუმენტზე, შესაბამისად, ბუნებრივია ამას ყველაფერს ხედავენ ძალიან კარგად.

ჩვენ გვეუბნებით ხელი მოვაწეროთ დოკუმენტზე, რომელზეც ვინც ხელი მოაწერა, დღეს გამოვიდა, რომ პარლამენტიდან უნდა გავიდეო საერთოდო, რადგან არ სრულდებოდა. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაში ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გაკვირვებულიც არ ჰქვია ამას. დოკუმენტიდან დარჩა მხოლოდ ხელმოწერა, არცერთი პუნქტი არ სრულდება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო