სახალხო დამცველი - ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად

ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებს.

„იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან იცავს, როდესაც დღეს არ გვაქვს ვაქცინა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ნამდვილად ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემოღებასა და გაუქმებაზე, არ არის დასაბუთებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა