ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან და როდესაც შემოვლენ, აღუდგეთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციამ "ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ადრე ამბობდა, რომ არ შევიდოდა პარლამენტში, თუმცა "შემოვიდნენ კიდეც და ახლაც თუ გავლენ ისევ შემოვლენ".

"ოპოზიციის წარმომადგენლების სიტყვას როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. მთელი 7 თვის განმავლობაში ეს ადამიანები პარლამენტის გარშემო ტრიალებდნენ და არ შემოდიოდნენ. ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ იმდენად პრინციპულები იყვნენ და არ მოახდენდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას , თუმცა შემოვიდნენ კიდეც, მოუწიათ შემოსვლა და ახლაც თუ გავლენ ისევ შემოვლენ. ასე რომ, ეს მათ იფიქრონ, თუ კი მათ სურთ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების უარის თქმა ერთი დათქმით, რომ თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან და როდესაც შემოვლენ, შემდეგ აღუდგეთ ხელფასი. თუ აპირებენ გავიდნენ, გზა ფართოა, მაგრამ მაინც მოუწევთ შემოსვლა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა