ჯოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება, - შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩარჩოებში.

შეხვედრა ბრიუსელში, 24 ივნისს გაიმართება და მისი დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელი და სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა