Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 41.7 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.71 მილიარდამდე დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 17.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 41.7 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 1.04 მილიარდი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 332 მილიონი დოზით. აშშ-ში ვაქცინების 319 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 294 მილიონი.

ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.9% აიცრა, ევროკავშირში - 28.8%, აშშ-ში კი - 45.3%.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია