ამირან გამყრელიძე - არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში "ასრაზენეკას" გარკვეული დოზები დაიკარგა.

ამირან გამყრელიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზები დაიკარგა და აღნიშნა, რომ "არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის".

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო.

"არაფერი არ გამქრალა და არ აღმოჩენილა. მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამინისტრო ამ შემთხვევებს სწავლობს, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა და ზოგადად იმ ფაქტს, რომ დეფიციტია. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, დღესაც გახლდნენ ჩვენთან. თვითონ აუდიტის სამსახური, რამდენიმე თვეა, რაც ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს.

ამ ფაქტზე, შიდა აუდიტი დღეს, პირველად დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან, მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია, თუ ნახეს დანაკლისი მერე ვისაუბროთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის",- აღნიშნავს გამყრელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს