ამირან გამყრელიძე - ვინც დარეგისტრირებულია „ასტრაზენეკას“ მეორე აცრაზე და დღეის მდგომარეობით, 10-12 კვირაა პირველი აცრიდან გასული, შეუძლია აცრა დაჯავშნოს

გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, ადამიანები ვინც დარეგისტრირებული არიან „ასტრაზენეკას“ მეორე აცრაზე და დღეის მდგომარეობით 10-12 კვირა აქვთ პირველი აცრიდან გასული შეუძლიათ, თავიანთი აცრები დაჯავშნონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკაზე“ პირველი დოზით მოქალაქეებს ვერ აცრიან და მათ „სმს“ შეტყობინება ბოდიშის სახით უკვე მიიღეს. ამასთან, მომავალი 2 კვირის განმავლობაში, სადღაც 1800-მდე ადამიანი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზას მიიღებს.

„სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ პირველი დოზით მოქალაქეებს ვერ ვცრით. ყველა ადამიანს ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირა, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია ავცრით. ამის შესახებ გუშინ ადამიანებმა, ვინც ვერ აიცრებიან, მიიღეს ჩვენგან „სმს“ შეტყობინება, ბოდიშის სახით. ასევე იმ ადამიანებმა, ვისაც ვცრით, ასევე მიიღეს „სმს“ შეტყობინება, რომ მათი აცრა ძალაშია.

ასევე დღეს გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, რომ ადამიანები ვინც არიან და არ იყვნენ დარეგისტრირებული „ასტრაზენეკას“ მეორე აცრაზე და დღეის მდგომარეობით აქვთ 10-12 კვირა პირველი აცრიდან გასული, შეუძლიათ თავიანთი აცრები დაჯავშნონ​.

რეგისტრაცია „ასტრაზენეკაზე" თბილისში 30 რიცხვიდან 3 შერჩეულ დაწესებულებაში განხორციელდება: ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და იაშვილის საავადმყოფო. მომავალი 2 კვირის განმავლობაში, სადღაც 1800-მდე ადამიანი მიიღებს მეორე დოზას “, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო