გრიგოლ ვაშაძე შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმებული პირებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილებას მოსყიდვად აფასებს

2012 წლიდან ეს არის გავრცელებული პრაქტიკა და რა გაგიკვირდათ? - ასე ეხმიანება „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის მიერ გაკთებულ განცხადებას პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების თაობაზე.

გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტს მოსყიდვად აფასებს.

„ჩვენ, როგორც სახელმწიფოს მოქალაქეებს ჭკუა, სინდისი და ზრუნვა გვაქვს ამ სახელმწიფოზე. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მონაწილეობა მივიღოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა დაადგეს ნორმალური განვითარების გზას. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის კრიზისი, რაც გვაქვს ეკონომიკაში, უსაფრთხოების კუთხით, საბავშვო ბაღად მოგვეჩვენება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს