ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის “კანონმორჩილი კაცია" და მთავრობის მიერ დაწესებულ გადაწყვეტილებებს ასრულებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის “კანონმორჩილი კაცია" და მთავრობის მიერ დაწესებულ გადაწყვეტილებებს ასრულებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა სახალხო დამცველის განცხადებას, რომ ვაქცინების დეფიციტის ფონზე, შეზღუდვების შემსუბუქებისას ადამიანის ჯანმრთელობის უფლებები ირღვევა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ის ამ განცხადებაზე პოლიტიკურ ანალიზს არ გააკეთებს.

„სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკურ ანალიზს არ ვაკეთებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ჩემი აზრი ყოველთვის გამოდის იმ სხდომებზე, რასაც ვესწრები.

როდესაც გადაწყვეტილებაა მიღებული, მე ყოველთვის კანონმორჩილი კაცი ვარ და ამ გადაწყვეტილებას ვასრულებ. ყველას მაინც მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, რომ ეს რეკომენდაციაა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ პირბადე ჯერ ვატაროთ",- აღნიშნავს გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა