ამირან გამყრელიძე - ექიმებში დაახლოებით 21% არის აცრილი, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი მაგრამ, არც ის საუკეთესო, რომელიც გვინდა

ექიმებში დაახლოებით 21% არის აცრილი, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი მაგრამ, არც ის საუკეთესო, რომელიც გვინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ სამედიცინო პერსონალის აცრის რაოდენობა მოიმატებს.

„დაახლოებით 65 ათასამდე მედპერსონალია დარეგისტრირებული ჩვენს პორტალზე, როდესაც ყველა სამედიცინო დაწესებულებამ ატვირთა თავისი თანამშრომლები, მხედველობაში მაქვს ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი. დღევანდელი მონაცემებით, რაც მე მაქვს, 65 000-დან დაახლოებით 12 - 13 ათას ადამიანზე ცოტა მეტია აცრილი, მათ შორის, უმრავლესობა ექიმები.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აიცრნენ დანარჩენები, ორი ფაქტორია. სამწუხაროდ, სამედიცინო სფერომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, ინფიცირებულთა შორის 7-8% არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, თვითონ სამედიცინო სფეროს ამ 65 ათასი ადამიანიდან, 30-33%-მა გადაიტანა სამწუხაროდ კოვიდ ინფექცია. იცით, რომ დაახლოებით 100-ზე მეტი ჩვენი კოლეგა შეეწირა ამ პანდემიას.

ვფიქრობ, სამედიცინო პერსონალის აცრის ინტენსიფიკაცია მოიმატებს, როცა ჩვენ საკმარისი ვაქცინების რაოდენობა გვექნება.

დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომაზე, ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ექიმებში დაახლოებით 21% არის აცრილი, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ არც ის საუკეთესო, რომელიც გვინდა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო