„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობენ

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს, - ამის შესახებ ნათქვამია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეიდან, ნებისმიერი მსურველი, რომელიც „ვითიბიში“ გახსნის ანაბარს ლარში, ყველაზე მაღალ - 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს, მათ საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და მათი საბანკო მომსახურება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამიტომაც შევქმენით ინოვაციური კალკულატორი, რისი დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს ანაბრის სარგებლის სხვაობის დათვლას უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის“, - განაცხადეს „ვითიბიში“.

„ვითიბი ბანკის“ კლიენტებს შეუძლიათ ანაბარი ბანკში მიუსვლელად, ვიდეო ბანკის მეშვეობითაც გახსნან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა