Edison Research-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცემდა ხმას, 30% „ქართული ოცნების“, 13% კი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს და არჩევანი შემდეგ კანდიდატებს შორის იყოს გასაკეთებელი, მოსახლეობის მხარდაჭერა ასე ნაწილდება:

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 34%

"ქართული ოცნების" კანდიდატი - 30%

გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი - 13%

„ფორმულას“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია