Edison Research-ის კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32%   “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 24% - “ნაციონალურ მოძრაობას“ , 13%  გახარიას პარტიას „საქართველოსთვის"

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" - Edison Research-ის კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 32%;

ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 24%;

გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 13%;

გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი - 4%;

ლელო - 4%;

შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%;

დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 3%;

ლევან ვასაძე - ერი - 3%;

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;

გირჩი - 2%;

ანა დოლიძე - ხალხისთვის - 2%;

ალექსანდრე ელისაშვილი - მოქალაქეები - 2%;

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - გიგა ბოკერია - 1%;

ელენე ხოშტარია - დროა - 1%;

ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%;

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%;

ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის - <1%;

თავისუფალი საქართველო - <1%;

დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა <1%;

ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია - <1%.

ალოკაციის გარეშე კი ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება - 25%;

ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 19%;

გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 10%;

გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი - 3%;

ლელო - 3%;

შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%;

დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 2%;

ლევან ვასაძე - ერი - 2%;

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;

გირჩი - 2%;

ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%;

ელენე ხოშტარია - დროა - 1%;

ალექსანდრე ელისაშვილი - მოქალაქეები - 1%;

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%;

ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;

გიგა ბოკერია - ევროპული საქართველო - 1%;

ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის - <1%;

თავისუფალი საქართველო - <1%;

დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა <1%;

ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია - <1%.

“ფორმულას“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა