ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად სპეკულაციებისა, ინტერესით დაელოდონ პრემიერის საინტერესო გამოსვლას

ეს იქნება ძალიან სიანტერესო ანგარიში და ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად სპეკულაციებისა, ინტერესით დაელოდონ პრემიერის ამ საინტერესო გამოსვლას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრემიერ- მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს აინტერესებს, როგორ ხედავს პრემიერი ქვეყნის განვითარების საკითხს.

„საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან ბევრი დეტალი აინტერესებს, რომელიც უკავშირდება ანგარიშს, სამომავლო გეგმებთან და ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგება.

ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, პრემიერის მისამართით დაისმება შეკითხვები. მას დეპუტატები მიმართავენ განცხადებებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა