„სტრატეგია აღმაშენებელმა” პარლამენტში სიმბოლურად სუფრა გაშალა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილსა და ელისო ბოლქვაძეს იწვევენ

„სტრატეგია აღმაშენებელმა” პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასახვედრად პერფორმანსი მოაწყო.

მათ პარლამენტში სიმბოლურად სუფრა გაშალეს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების” წევრს ელისო ბოლქვაძეს იწვევენ.

პარტიის წევრის თეონა ჭალიძის განცხადებით, პარლამენტში მოიტანეს ულუფა, რომელიც 1 ლარის და 30 თეთრის ღირებულებისაა და რომლითაც მოქალაქეები უფასო სასადილოებში იკვებებიან. ჭალიძეს თქმით, სურთ, ღარიბაშვილმა მათ უპასუხოს, საკმარისია თუ არა საკვების ეს რაოდენობა ერთი ადამიანისთვის დღიურად.

„აქ წარმოდგენილია ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანს აწუხებს. ჩვენ ვეპატიჟებით ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს უფასო სასადილოდან წამოღებული ულუფების სუფრაზე, რომელიც ლარი და 30 თეთრით მზადდება. გვინდა, მათ გასინჯონ და გვითხრან, საკმარისია თუ არა მთელი დღის განმავლობაში ერთი ადამიანისთვის ლარი და 30 თეთრი გამოსაკვებად. გვინდა, ვაჩვენოთ, როგორ უჭირთ ადამიანებს, რომლებიც უფასო სასადილოში დადიან და სხვა გზა არ აქვთ ამის გარდა. გვინდა პრემიერს ვაჩვენოთ, რომ ამ საკვებზეც კი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს ხელი არ მოუწვდება. უფასო სასადილოების საქმე, ზოგადად, ბუნდოვანი და კორუფციულია. ჩვენ ოთხი წლის წინ კვლევის საფუძველზე მივმართეთ პროკურატურას, აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მილიონობით ლარს იდებდნენ ჯიბეში და საკმარის ულუფებს არ ამზადებდნენ. შესაბამისად, ამ გამოძიებაზე 4 წელია პასუხს ველოდებით, მაგრამ პროკურატურიდან გუშინ მომივიდა წერილი, სადაც გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ შემაჯამებელი პასუხი არ აქვთ. 4 წელი არ უნდა დასჭირვებოდა ამ კორუფციული საქმის გახსნას, რომ არა დაინტერესებული პირები და მათი უშუალო ჩარევა ამ საქმეში”,- განაცხადა ჭალიძემ.

იხილეთ ვიდეო:უცნაური პერფორმანსი პარლამენტში - "ვეპატიჟებით ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს უფასო სასადილოდან წამოღებული ულუფების სუფრაზე"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა