გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილის ანგარიშში პოზიტივიც ვიპოვე - მისი პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე „ვეფხისტყაოსანი“ ინდურად ვთარგმნეთ - დანარჩენი ტყუილი და ცინიზმია

რომ არავინ თქვას, რომ მხოლოდ ცუდს ვეძებ, ვიპოვე პოზიტივი მის ანგარიშში - მისი პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე „ვეფხისტყაოსანი“ ინდურად ვთარგმნეთ. დანარჩენი ტყუილი და ცინიზმია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პრემიერის ანგარიშის მოსმენისას გაუჩნდა კითხვა, „სად გადის ტყუილისა და ცინიზმის ზღვარი“.

„რაც შეიძლება სწრაფად ეს ტყუილი და ცინიზმი რომ დავასრულოთ, ეს ხალხი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. რომ არავინ თქვას, რომ მხოლოდ ცუდს ვეძებ, ვიპოვე პოზიტივი მის ანგარიშში. მადლობა ინდოეთის რეპუბლიკაში ჩვენს საელჩოს და ბატონ ბუ კინგერ აზიზ პარიჰარს - ესაა ინდოელი პოეტი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ინდურ ენაზე თარგმნა. ეს მართლაც საშვილიშვილო ისტორიული საქმეა. ეს ერთი საქმე შეგვიძლია ჩავითვალოთ გაკეთებულ საქმედ ამ 9 წლის განმავლობაში. მისი პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე „ვეფხისტყაოსანი“ ინდურად ვთარგმენთ. მადლობა ამისთვის. დანარჩენი ტყუილი და ცინიზმია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა