კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრს ისტორიული უბნის აღორძინების ინიციატივით მიმართა

დეპუტატმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ თბილისის ისტორიული უბნის, კერძოდ კი, ავლაბრის აღორძინების ინიციატივით მიმართა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მერია თბილისის ისტორიულ უბნებში მასშტაბურ რეკონსტრუქციას ახორციელებს, ავლაბარი და ისნის რაიონი მაინც სავალალო მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ამ უბნის რეკონსტრუქციის პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მერიის მიერ გამოყოფილი თანხები ვერ იქნება საკმარისი:

„რამდენიმე კითხვით მოგმართავთ და თხოვნით, ბატონო პრემიერო. თქვენ იცით, რომ მე წარმოვადგენ თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანს და ფაქტობრივად, რომელიც არის, სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მერია ახორციელებს თბილისის ისტორიული უბნების მასშტაბურ რეკონსტრუქციას, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ავლაბარი და ისნის რაიონი, რომ ამ უბნის რეკონსტრუქციის პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მერიის მიერ გამოყოფილი თანხები ვერ იქნება საკმარისი რეაბილიტაციისთვის. ამავდროულად ეს უბანი არის სავიზიტო ბარათი, სადაც მდებარეობს ცენტრალური საკათედრო ტაძარი და უბრალოდ ელემენტალურად გზებს რომ შევხედოთ ტაძართან მისასვლელს, ავლაბრის მეტროდან ტაძრამდე, ფაქტობრივად ტროტუარებიც კი არ არსებობს მაშინ, როდესაც ტურისტულ მარშუტს წარმოადგენს. მეტიც, გზები არ იგება, იმიტომ რომ GWP-ს პრობლემაა და GWP კიდევ ვერ ახორციელებს კომუნიკაციების შეცვლას.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმდენად მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია სახლები, რომ სახიფათოა იქ ცხოვრება. იქნებ მთავრობის დახმარებით შევძლოთ ერთიანი რეაბილიტაციის გეგმის მომზადება იმ კუთხით, რომ უბრალოდ ეშველოთ იმ ადამიანებსაც ვინც იქ ცხოვრობს და მეორე, ავაღორძინოთ ეს ისტორიული უბანი, ტურისტული მარშრუტი და რა თქმა უნდა, კარგი დასასვენებელი ადგილიც იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის“, - აღნიშნა დეპუტატმა.

კახა კახიშვილმა, აგრეთვე, მაჟორიტარებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საკომუნიკაციო არხების აუცილებლობაზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მაჟორიტარებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე კიდევ ერთხელ მიმართა.

„მეორე საკითხი, რომელსაც მინდა დავუბრუნდე, ბატონო პრემიერო, ეს არის ისევ ეს საბჭო, რომელზეც მე ვსაუბრობდი მაჟორიტარებთან საკომუნიკაციო საბჭო, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილიდან, იმიტომ რომ ნამდვილად ძაან ბევრი თხოვნა მომდინარეობს მოსახლეობიდან, მაგრამ საკომუნიკაციო არხები იმდენად ეფექტურად არ მუშაობს, რომ დროულად მივიტანოთ მოსახლეობის ტკივილი და ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად გადასაწყვეტი საკითხები მთავრობამდე რომ მივიღოთ პასუხი ამ საკითხებზე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა