გიორგი მარგველაშვილი - გახარია არის ერთი მედლის ორი მხარე - ივანიშვილი ახლა მცდელობას ახორციელებს გახარიას სახით, რომ ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გაუუცხოვდა, დაუბრუნდეს

გახარიას ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან თავდასხმა ეს არის ის სცენარი, რომელიც უნდა განასახიერონ და გაითამაშონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამ სქემაში სხედან, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ის როლია, რომელსაც ისინი, სავარაუდოდ, „გულწრფელად ასრულებენ, იმიტომ რომ ასეთია მათი როლი“.

„მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან თავდასხმა ეს არის ის სცენარი, რომელიც უნდა განასახიერონ და გაითამაშონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამ სქემაში სხედან. გახარია არის ერთი მედლის ორი მხარე.

ისე მოდიან, ჩნდებიან და ქრებიან, თვითონ არ იციან ამის შესახებ. ადრე იყო საუბარი, რომ „ფეიესბუქით“ გვაგებინებდნენ პრემიერი, რომ მიდიოდა, შეიძლება ახლა „ფეისბუქით“ გააგებინონ ხოლმე პრემიერს, რომ ის პრემიერი არ არის ან პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე არ არის. ეს ის როლია, რომელსაც ისინი სავარაუდოდ, გულწრფელად ასრულებენ, იმიტომ რომ ასეთია მათი როლი“ , - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან , მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გახარიას პროექტი არის პროექტი, რომლითაც „ივანიშვილი ცდილობს რამდენიმე დუბლიკატი შექმნას „ქართული ოცნებისა“ და ამ დუბლიკატების მეშვეობით დაფანტული რეიტინგის მოკრებას“.

„ეს არ არის არც სულელური პროექტი, არც არარეალური პროექტი, ეს არის ის, რაც არ გაუკეთებიათ ან მოქალაქეთა კავშირს ან „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროექტი მიდის და ეს პროექტი არის დაქოქილი.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის მერე დიდი ამომრჩეველი დაკარგა. ამ ამომრჩეველს სჭირდება რაღაცა მიმართულების ჩვენება. ამ მიმართულების ჩვენების მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, ჯერჯერობით ეს წარმატებულად ვერ გადაიფუთა. იგივე მცდელობას ახორციელებს ახლა ივანიშვილი გახარიას სახით, რომ ის ამომრჩეველი , რომელიც გაუუცხოვდა „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდეს ამ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო