გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი თანამშრომელთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, - წერს BBC.

პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ მთავრობა "ვალდებულია გულწრფელი იყოს იმ ხალხის წინაშე, ვინც ამდენი მსხვერპლი გაიღო ამ პანდემიის დროს“. ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის წუხს ჰენკოკის გადადგომის გამო.

ჰენკოკი კრიტიკის ქარცეცხლში გამოცემა The Sun-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ მოექცა. ფოტოზე ჯანდაცვის მდივანი თანამშრომელს ჯინა კოლადანჯელოს კოცნიდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფება. გამოცემა წერდა, რომ ფოტო ჯანდაცვის დეპარტამენტის შენობაში, 6 მაისს იყო გადაღებული. ჰენკოკს ადანაშაულებდნენ, რომ „სოციალური დისტანციის ზომები“ დაარღვია.

„მე ვაცნობიერებ იმ უზარმაზარ მსხვერპლს, რაც ყველამ გაიღო ამ ქვეყანაში და ისინი, ვინც წესებს აწესებენ, უნდა იცავდნენ მათ, ამიტომ უნდა გადავდგე“, - აღნიშნა ჰენკოკმა ვიდეომიმართვაში.

გადადგომის წერილში ჰენკოკმა ასევე გაიმეორა მისი ბოდიში წესების დარღვევის გამო და ბოდიში მოუხადა ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს ამ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის. საპასუხოდ მას პრემიერმა მადლობა გადაუხადა.

„თანამდებობა უნდა დატოვოთ ძალიან ამაყად იმით, რასაც თქვენ მიაღწიეთ - არა მხოლოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ჯერ კიდევ მანამ, სანამ Covid-19-ის ვირუსი დაგვარტყამდა", - აღნიშნა ჯონსონმა.

ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას სავარაუდოდ საჯი ჯავიდი დაიკავებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა