საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერის, ლევან ვასაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 თვის განმავლობაში გაუარესდა.
როგორც ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა და გაუარესების გამომწვევი საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა სურს საზოგადოება დაამშვიდოს, რომ "ყველაფერი კარგად იქნება".
"მოგმართავთ სტამბოლიდან, სადაც ახლა ვიმყოფები სამედიცინო გამოკვლევაზე, არ ვიცი როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ პრესაში. მინდა ყველას შენდობა ვთხოვო, მოგეხსენებათ ადამიანის ჯანმრთელობა ძალზედ ინტიმური საკითხია. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისათვის. ვალდებული ვარ, რომ გავცე პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი მისვამს. გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა სტამბულში, რომ აქაც დავეკითხო აზრს. მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ნებისმიერ ასეთ დაავადებას მოვერევით და ნუ ინერვიულებთ", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ცნობისთვის, ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.