პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს

28 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე, საბოლოო მოსმენით "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს განიხილავს.

არ არის გამორიცხული საარჩევნო რეფორმა, დღესვე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს და საბოლოოდ დაამტკიცოს.

ინფორმაციისთვის, ორდღიანი განხილვისა და ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. პროექტს “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირა, თუმცა კენჭისყრის დაწყების წინ კიდევ ერთხელ გამოხატეს, რომ პროექტში ასახულ რიგ მუხლებს არ იზიარებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა 24 ივნისს დაიწყო.

პროექტში აისახა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. საკანონმდებლო პაკეტში განსაკუთრებული სიახლე სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობისა და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. კანონპროექტით შეთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, შერეული სახის იქნება სამივე დონეზე - 7 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით.

კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.

კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.

პროექტით გათვალისწინებულია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო