სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 28 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და წმინდა ნინოს ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლადო მესხიშვილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, გაგარინის, ზემო ვეძისის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების და ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირების, ტიციან ტაბიძის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა