ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში მინისტრები ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ესტუმრნენ, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა ჩაატარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხდომაზე ლევილის მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.

მათივე ცნობით, თეა წულუკიანმა და დავით ზალკალიანმა ლევილის მამულში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ე.წ. ორანჟერეის განახლებული შენობა დაათვალიერეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს და ამ ეტაპზე სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი“ დასრულდა, რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე - „დიდი პროექტი“ ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება.

უწყების ცნობით, მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები და შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს - აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად.

მამულში განსახორციელებელ პროექტს ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია“ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს