გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია და ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვადებთან დაკავშირებითაც შეთანხმდნენ და მას ყველაზე გვიან ოქტომბერში დაამტკიცებენ

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია და ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვადებთან დაკავშირებითაც შეთანხმდნენ და მას ყველაზე გვიან ოქტომბერში დაამტკიცებენ. ვაშაძის თქმით, ისინი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ შევჯერდით საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება - 2 პროცენტიანი ბარიერით სრულად პროპორციული სისტემით შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, პროკურორთან დაკავშირებით 3/5 - ის მხარდაჭერის აუცილებლობა, 2- ჯერ და თუ ეს ვერ მოხერხდა, მხოლოდ 1 წლით პროკურორის დანიშვნა. რაც ყველაზე მთავარია, შევთანხმდით, რომ ყველაზე გვიან ოქტომბერში უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმედია "ქართული ოცნება" თავის პირობას შეასრულებს და კიდევ არ მოგვიწევს ჭიდაობა,"- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2 პროცენტიან პროპორციულ სისტემას, 4 დეპუტატით ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას და გენპროკურორის ასარჩევად დეპუტატთა 3/5- ის მხარდაჭერის აუცილებლობას ითცალისწინებს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა