დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში

ამ დარბაზში ხშირად ვისმენთ ძალიან ბევრ სიცრუეს. გასაკვირი არც ის იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქმეზე საუბრობდა და ჩვენი ოპონენტები ძირითადად უსაგნო ბრალდებებით, ტყუილის ტირაჟირებით იყვნენ დაკავებულები. ამით ცდილობდნენ მოსახლეობის ყურადღება წინასაარჩევნოდ მიექციათ. სიცრუით არ უნდა იცხოვროთ. იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში“,- ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „ნაციონალურ მოძრაობას” რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამბობს, რომ „თითქოს აპოკალიფსია და ქვეყანა იქცევა“.

„ყველა მიმართებით არის პრობლემები და სამუშაო, მაგრამ თქვენ რასაც ხატავთ, თითქოს აპოკალიფსია და ქვეყანა იქცევა, არა. ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება და პანდემიის დროსაც ეს პოზიტიური დინამიკა გარკვეულად შეფერხდა. ჩვენ შევძლებთ რომ დავძლიოთ, მაგრამ თქვენც უნდა გქონდეთ ამის სურვილი, არ უნდა გაცდეთ რეალობას. გულწრფელობა, ობიექტურობა, ღირსება არ უნდა მიყვებოდეს სავარძელს და სადაც ხართ, ყველგან უნდა ფლობდეთ ამ ჩვევებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო