ლევან იოსელიანი - დღეს გვაქვს შანსი, შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატები

დღეს გვაქვს შანსი, შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ღირსეული კანდიდატები - დავიცვათ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ვიდრე რეფორმას არ ჩავატარებთ, უზენაეს სასამართლოში დანიშვნები უნდა შევაჩეროთ, - ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანის შეფასებით, დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოსამართლეები, რომელთა სახელიც კონვენციური მუხლების დარღვევა უკავშირდება, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ.

მისივე თქმით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც ერთი ხელის მოსმენით ვეღარ მოგვარდება, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი შეარჩია, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ. თქვენთვის კითხვის ნიშნავს არ ბადებს, რომ ცხრავე მათგანი მოქმედი მოსამართლეა?! როცა კანონმდებლობა ყველას, ვისაც იურიდიული განათლება აქვს, აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრება გაიაროს, რატომ ვერავინ მოხვდა, ცხრა მოქმედი მოსამართლის გარდა?! ამაზე პასუხი არის ის, რომ სისტემა ადამიანებს საშუალებას არ აძლევს შეაღწიონ და ჩვენამდე, პარლამენტამდე მოვიდნენ! ამის მოგვარება უნდა დავიწყოთ და დღეს ამის შანსი გვაქვს “, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის ფორმატში, პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს