ირაკლი ღარიბაშვილი - რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით - სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე

რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით - სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ყველაფერზე საუბრობს რომან გოცირიძე, რომელიც არის კუპონის ფუძემდებელი ქვეყანაში.

“ხომ გახსოვთ კარგად კუპონი და კუპონიზაცია? ეს კაცი დღეს გველაპარაკება ჩვენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობაში „ნაცმოძრაობას" ჰქონდა უფრო მეტი პროგრესი, ვიდრე ჩვენს მთავრობას. ამაზე მეტი სიცრუე რა შეიძლება მოვისმინოთ თქვენგან, ბატონო რომან?!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლამდე 37-38% იყო, ახლა არის 19-21%, რაც რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის.

“სწორედ ჩვენი ხედვის, ჩვენი გეგმების მიხედვით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სიღარიბის მაჩვენებელი უახლოესი წლების განმავლობაში მინიმუმ გავანახევროთ. უმუშევრობა 2012 წელს იყო 26,7%, ახლა გვაქვს 21% და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გავანახევროთ უახლოეს წლებში და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს