ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეს - ბატონო მამუკა, თქვენეული ხედვა არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი

ბატონო მამუკა, თქვენეული ხედვა არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელოს“ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა პრემიერის დროს, ამ პროექტს სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

„არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ბატონი ხაზარაძის საუბარი და მისი გამოსვლა. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს ბატონ ივანიშვილზე, მე შედარებისთვის ფაქტებით მინდა მივმართო მას და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღეს დარბაზში არ ესწრება. ჩვენ, აქ, მთელი მთავრობა თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყველას ყურადღებით მოგისმინეთ. ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან, მეგობრებო, შედარებისთვის, ბატონმა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც ის თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის რამდენს?- მილიარდ 500 მილიონ დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს მილიარდ 500 მილიონი დოლარი. აი, ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე და თქვენეული ხედვა ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი მეგობრებო. მაშინ, როცა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ყოფილი პრემიერ-მინისტრიდან და პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ივანიშვილის დროს, შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს, ყველა პრემიერის დროს, ამ პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მთავრობამ დახარჯა 60 მილიონი ლარი, 300 მილიონი ლარი ჰქონდა აღებული ვალდებულება მიწები გამოესყიდა, შემდეგ 100 მილიონი დოლარი ჰქონდა ასევე ვალდებულების სახით აღებული და 4-ჯერ გადაუვადეს შესრულება. დღეს რომ ანაკლიაში ჩახვიდეთ, ქვიშის გორებია და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე. რეალურად შესრულებულია არაფერი, ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი, დავუშვათ, დახარჯეს 80 მილიონი, მაინც ჩივიან მილიარდ 500 მილიონს - როგორც ბატონი ვაშაძე იტყოდა, ჩვენს გაღარიბებულ ქვეყანას და ვართ ღარიბი ქვეყანა. რაზეა საუბარი მეგობრებო, ამდენი ფარისევლობა და სიყალბე არის დამღუპველი, დამღუპველია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა