მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - კიდევ 7 თვე აჯანჯღარეთ ეს ქვეყანა მოგონილი და სპეკულაციური ბრალდებებით - ეს არის საბოტაჟი, რომელიც ინვესტიციასაც ამცირებს და ამ ქვეყანასაც აზიანებს

თურმე ინვესტიციებია შემცირებული, თქვენ იცით რა ქენით? კიდევ 7 თვე აჯანჯღარეთ ეს ქვეყანა მოგონილი და სპეკულაციური ბრალდებებით, კარვები არ აიღოთ პარლამენტის წინ, რაც არ უნდა შეთანხმება მოხდეს და ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, როგორი ევროპული ინსტიტუციებიც არ უნდა ჩაერთონ, და უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა - ეს არის საბოტაჟი, რომელიც ინვესტიციასაც ამცირებს და ამ ქვეყანასაც აზიანებს, მაგრამ ისე ვერა თქვენ რომ გაგიხარდებათ , - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა საპასუხოდ, რიგგარეშე სესიაზე მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული პროგრესია სოფლის მეურნეობაში და მილიარდ ნახევარ ლარით, რომელსაც, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ოპოზიცია „გადაყრილ ფულს" უწოდებს, ხალხმა პროექტები განახორციელა, პროგრამებით ისარგებლა და მცირე ბიზნესი დაიწყო.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიღარიბე, ოკუპაციასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა. მისივე შეფასებით, პოზიტიური დინამიკის გვერდის ავლა და გაჭირვებული ადამიანის უბედურებით სპეკულირება - ცალკე პრობლემაა.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, სიღარიბის მთავარი მაჩვენებელია პროცენტული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით რომ იწონებთ თავს "ნაცმოძრაობა", ამის პარალელურად რამდენი იყო სიღარიბე? შეგახსენებთ, იმ წელს, 2007 წელს როდესაც 12,6 % იყო ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე უკვე გაზრდილი გქონდათ და იყო 38,8%. შევარდნაძის შემდეგ დაგხვდათ 34% და იმ წელს როცა ყველაზე დიდი ზრდა გქონდათ ეკონომიკის, გქონდათ 38,8%. რეალურად, ეს არის ინდიკატორი, რატომ მიდიოდა ჯიბეებში ფული. ახლა რომ არ ხდება კორუფცია იმიტომ ხართ გამწარებული. შეიძლება ახლა იყოს კორუფცია, მაგრამ იმისი მასშტაბი სხვა არის და რამდენი მერი და საკრებულოს თავმჯდომარეა დაჭერილი იმასაც მიხედეთ. 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 5%-იანი მხოლოდ, ამ ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოვიყვანთ 19,5%-მდე პანდემიამდე. ეს არის დაახლოებით 800 ათასი ადამიანი. სპეკულაცია თუ გინდა, 800 ათასი ადამიანში ვიღაცას ნახავ. ამ ტემპს პოზიტიური დინამიკის, რომ ნაკლები ადამიანი იყოს სიღარიბეში შეიძლება სხვანაირად უფრო კარგად მოევლებოდა, ამაზე შეიძლება ვიკამათოთ. მაგრამ როცა ამას გვერდს უვლი და გაჭირვებული ადამიანის უბედურებით სპეკულირებ, ეს ცალკე პრობლემაა. იმაზე კი არ გელაპარაკებით ადრე რა ქენით, დღეს რას აკეთებთ და როგორ მავნებლობთ, იმაზე გელაპარაკებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა