ლევან იოსელიანი „საარჩევნო კოდექსზე“ - ეს იმის საწინდარია, რომ საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, დღეს ისტორიული დღეა, როცა პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რის მიხედვითაც პირველად საქართველოს ისტორიაში საარჩევნო გარემო ფუნდამენტურად იცვლება.

„საარჩევნო კოდექსი იცვლება იმგვარად, რომ გაყალბების, მანიპულაციის და სხვა ასეთი ტიპის მოქმედება შეუძლებელი იქნება. ეს იმის საწინდარია, რომ საქართველოში არჩვენები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ძალიან მიხარია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, როდესაც პარლამენტში შემოვიდნენ, შემოუერთდნენ სამუშაო პროცესს და მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცალკეულმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციას და მმართველ პარტიას შეუძლია ისეთ საკითხზე თანამშრომლობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესი.

„ეს პრეცედენტი შევქმენით ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა" „ქართულ ოცნებასთან" ერთად და მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის ზეპარტიული, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან. ეს არის დემოკრატიის და საპარლამენტო ცხოვრების ყველაზე სწორი ფორმა, როდესაც არ არსებობს სახელმწიფოებრივ საკითხებში განსხვავება", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა