გიგი უგულავას ადვოკატი - ევროპის ჩემპიონი, ალბათ, მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტის, ბადრი გავაშელიშვილის დაკითხვით დაიწყება.

როგორც პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, დღეს ევროპის ჩემპიონი სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, „როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა აეროპორტში“.

მისივე თქმით, გავაშელიშვილის ჩვენებებს თავდაყირა აყენებს აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ჩაუსაფრდნენ გიგი უგულავას და თავს როგორ დაესხნენ.

„ალბათ, მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის და როგორ იგრძნო ის ტკივილი, რომელიც ცემის დროს მიიღო. გავაშელიშვილის ჩვენებას აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ის დათვალიერების ოქმი, როდესაც გამომძიებლებთან ერთად დავათვალიერეთ აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერები, სადაც ჩანს, როგორ ჩაუსაფრდნენ გიგი უგულავას და თავს როგორ დაესხნენ. საინტერესოა, ევროპის ჩემპიონისგან მოვისმინოთ ის განცდები, რა ტკივილიც მან იგრძნო გიგისგან.

ეს იყო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ვერ მიხვდნენ, რომ ვიდეოჩანაწერებს ვნახავდით, დავათვალიერებდით და სასამართლოს წინაშეც წარვადგენთ“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა