კელი დეგნანი - მნიშვნელოვანი იყო, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ოპოზიცია და ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, რათა მომხდარიყო ამ კანონპროექტის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტში ისეთი ელემენტებიც შევიდა, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებული არ ყოფილა და ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარტიამ ამ დამატებით ელემენტებს მხარი არ დაუჭირა, „მაგრამ საბოლოოდ პროცესი ისე წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო“.

„საარჩევნო კანონმდებლობას დაემატა ზოგიერთი ისეთი ელემენტი, რომელიც არ იყო განხილული 19 აპრილი შეთანხმების ფარგლებში და ზოგიერთი ოპოზიციონერი არ დაეთანხმა ყველა ამ ახალ ელემენტს, რომლის დამატებაც მოხდა. მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, როგორც უნდა მიმდინარეობდეს კიდეც. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსგავსი დებატები და კონსულტაციები იყოს იმ ადამიანებთან, ვინც ჩართულები არიან, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ გულისხმობს, რომ ეს უნდა ასახავდეს ყველა ხმას, ყველა პარტიას, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა აირჩიეს გასულ ოქტომბერში,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს