შალვა პაპუაშვილი - სამუშაო ჯგუფშიც ჩანდა, რომ „ლელო“ ყოველთვის ჩამშლელის როლს ასრულებდა და ეს როლი ახლაც ბოლომდე შეასრულა - ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ერთ სტრატეგიაზე დალაგდა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“, „რესპუბლიკელები“, „გირჩი“,ჩვენ ყველა ერთად ვმოქმედებთ და ვიცავთ 19 აპრილის შეთანხმებას. „ლელო“ გაემიჯნა შეთანხმებას და შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება პირდაპირი ნიშანია, რომ „მიშელის შეთანხმებას არღვევენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან“. პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ როლი „ნაციონალური მოძრაობის სატელიტობაა“.

რაც შეეხება „ლელოს“ არგუმენტებს, რის გამოც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, პაპუაშვილის თქმით, ეს მოგონილი არგუმენტებია და მათგან ერთი, რასაც „ლელო“ აკრიტიკებს, სინამდვილეში ოპოზიციის ინიციატივას წარმოადგენს.

„მათ შესახებ ასეთი დაბალი წარმოდგენა არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ვერ გაერკვნენ საკითხში. 40- პროცენტიანი ბარიერი არის ოპოზიციის წინადადება. ეს თავის დროზე „რესპუბლიკელებმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააყენეს, უკვე დიდი ხანია ამაზე მიდის მსჯელობა. ახლა ისეთი პოზის დაჭერა, რომ ეს მათთვის სიახლე იყო, სასაცილოა. როგორ ჩანს, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ერთ სტრატეგიაზე დალაგდა. სამუშაო ჯგუფშიც ჩანდა, რომ ყოველთვის „ლელო“ ასრულებდა ჩამშლელის როლს და ეს როლი ახლაც ბოლომდე შეასრულეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მხარი არ დაუჭირეს ამას. „ლელოს“ როლია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტობა, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეთა რიგებში ყოფილიყო საცეცე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი“. „ლელოს“ ფრაქციას შევხედოთ - მათ საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს „ნაციონალების“ ყოფილი წევრი, იურიდიულს - „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო