შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, არა ბუნდოვანი საუბარი, არამედ ვის რა პრეტენზია აქვს, იმაზე ისაუბროს - კონკრეტულად, რა საკითხია დარღვეული 19 აპრილის შეთანხმებაში

მნიშვნელოვანია, არა ბუნდოვანი საუბარი, არამედ ვის რა პრეტენზია აქვს, იმაზე ისაუბროს - კონკრეტულად, რა საკითხია დარღვეული 19 აპრილის შეთანხმებაში, - ასე პასუხობს ოპონენტების განცხადებებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შერჩევის პროცესში არ ჩქარობს, რადგან რეალურად, ეს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეკემბერში დაიწყო და შემდეგ სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად, კანონში ცვლილებების მიღებამდე შეჩერდა.

„თუ დააკვირდებით, დღეს არც ერთი კითხვა არ ისმის იმასთან დაკავშირებით, შესაბამისობაში არის თუ არა თავად იუსტიციის საბჭოში შერჩევის პროცედურა და კანონმდებლობა ვენეციის კომისიასთან, რადგან არის შესაბამისობაში. ის, რომ პროცესი შეჩერდა, ხომ ფაქტია, ის, რომ კანონში ცვლილებების შემდეგ განახლდა, როგორც დოკუმენეტშია, ესეც ფაქტია. ყველაფერი შესწორდა შეთანხმების შესაბამისად. ამ დოკუმენტის შესაბამისად პირნათელი ვართ შეთანხმების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა