იანვრიდან დღემდე, თბილისში 234 ქვეწარმავალი დაიჭირეს

2021 წლის იანვრიდან დღემდე, თბილისში 234 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ქვეწარმავალი გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში დაიჭირეს. კერძოდ, მაისში - 79 ქვეწარმავალი, (რაც წინა წლის მაჩვენებელს 24-ით ჩამორჩება), ივნისში კი, დღევანდელი დღის ჩათვლით, 145 ქვეწარმავალი დაიჭირეს. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ივნისში 141 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

ერთეული შემთხვევები გამოვლინდა გაზაფხულის დასაწყისშიც - 2 ქვეწარმავალი დაიჭირეს აპრილში, 8 ქვეწარმავალი მარტში.

მიმდინარე წელს დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შესულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს