ალუდა ღუდუშაური - სასამართლოზე  მიმდინარეობს ორკესტრირებული თავდასხმა და მიზანმიმართული შტურმი

სასამართლოზე მიმდინარეობს ორკესტრირებული თავდასხმა და მიზანმიმართული შტურმი - ვინ თუ არა მე, რომელსაც 16- წლიანი უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, სად იყო სასამართლო, რა პროცესები გაიარა და სად არის დღეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ.

ღუდუშაურის თქმით, კარგი იქნება, ოპოზიციის ნაწილმა და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მართლმსაჯულებისა და სასამართლოს მისამართით მომეტებული პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„როცა ოპონენტები გვიკიჟინებენ, რომ სასამართლო უნდა გათავისუფლდეს, უნდა გათავისუფლდეს პირველ რიგში პოლიტიკური წნეხისგან, რომელზეც პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, სასამართლოზე ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ორკესტრირებული თავდასხმა და მიზანმიმართული შტურმი, რათა მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. ვინ თუ არა მე, რომელსაც 16- წლიანი უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, სად იყო სასამართლო, რა პროცესები გაიარა და სად არის დღეს და ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და დავსვათ კითხვა, სად გვინდა რომ იყოს, რომ გაძლიერდეს სასამართლო და არა მისი დემონიზება მოვახდინოთ. ძალიან დიდია პროგრესი სასამართლოში. „ქართულმა ოცნებამ" სასამართლოდან გამოვიტანეთ პოლიტიკა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურს გირგვლიანის საქმე შეახსენეს და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურისიძესთან კითხვები, რაზეც ღუდუშაურმა განაცხადა, რომ „სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული“.

„(სასამართლო) კვალიფიკაციის ნაწილში ვერ შედიოდა, ან უნდა გაემართლებინა, ან გაემტყუნებინა, უკვე გამტყუნებული მივიდა, ბრალი დადასტურებული ჰქონდათ ორივე ინსტანციაში და ზევით ინსტანციაში წავიდა საქმე და რა ქნა მურუსიძემ? - გაამართლა ეს ხალხი?! რაზე ვსაუბრობთ?!"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა