ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე - ალბათ, ამისთვის ჰქონდათ კარვები გადანახული, რომ კომიტეტზე უარს იტყოდნენ და ჩავიდოდნენ კარვებში

ალბათ, ამისთვის ჰქონდათ კარვები გადანახული, რომ კომიტეტზე უარს იტყოდნენ და ჩავიდოდნენ კარვებში, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰქონდა არგუმენტები, „სუსტად, უარგუმენტოდ წარმოჩინდნენ და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი“.

„ეს არის ძალიან ცუდი, დესტრუქციული ნაბიჯი, რომ კომიტეტის საქმიანობაზე იძახი უარს, ითხოვ ბოიკოტს და კომიტეტზე საქმიანობის ნაცვლად ირჩევ კარვებს. საინტერესოა, სად წავიდა ოპოზიცია? როცა ვეუბნებოდით, რომ უნდა აიღოთ კარვები, ალბათ, ამისთვის ჰქონდათ გადანახული, რომ კომიტეტზე უარს იტყოდნენ და ჩავიდოდნენ კარვებში. როგორც ჩანს მათ კომიტეტში საქმიანობას კარვებში საქმიანობა ურჩევნიათ. ვურჩევდი, დაბრუნდნენ კომიტეტზე, წარმოადგინონ არგუმენტები და დაანახონ არგუმენტებით საზოგადოებას, როგორ არ უნდა წარიმართოს პროცესი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს